გაკვეთილის
გეგმა N1
მასწავლებლის სახელი,გვარი,პირადი ნომერი: ნანა გულუა
პ/ნ 48001002112
საგანი: ქართული
ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი საფეხური, V კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 19 მოსწავლე
გაკვეთილის თემა: ადამიანი და ბუნება რევაზ ინანიშვილის
,,მუხას“ მიხედვით
გაკვეთილის მიზანი: ესგ სტანდარტი
ქართ.V.1.
მოსწავლეს აქვს ასაკის შესაფერისი სირთულის ტექსტების მოსმენისა და ინტერპრეტაციების
უნარი
ქართ.V.4.
მოსწავლეს აქვს ლიტერატურული ნაწარმოების ესთეთიკური შეფასების საწყისი უნარი
ქართ.V.7.
მოსწავლეს შეუძლია მისთვის საინტერესო თემატიკის შემცვლელი ტექსტის წაკითხვა და გააზრება
ქართ.V.8.
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ტექსტის წაკითხვა და ადეკვატური გაგება-გაანალიზება
ქართ.V.9.
მოსწავლეს აქვს წაკითხული მხატვრული ტექსტის ინტერპრეტაციის საწყისი უნარი
მოსწავლეები გაეცნობიან
ახალ ტექსტს, განუვითარდებათ სიყვარული ბუნებისადმი, შეძლებენ
აღიქვან ბუნების სილამაზე, გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულებები , გამოიტანენ დასკვნებს
ნაწარმოების მთავარი თემისა და მნიშვნელოვანი ღირებულებების შესახებ. გამოუმუშავდებათ მხატვრული
კითხვის ჩვევა ,დაეუფლებიან ლექსიკურ ერთეულებს.
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო/წთ.
|
1
|
მასწავლებელი მოსწავლეებს კლასში შემოსვლისთანავე აწვდის სხვადასხვა
ფერის წებოვან ფურცლებს და სთხოვს დააკრან თავიანთ მაგიდებზე, რადგან გაკვეთილის
განმავლობაში შეიძლება დასჭირდეთ.თვალსაჩინოებად აკრავს ფლიბჩარტს და სთხოვს მოსწავლეებს
დააკვირდნენ სურათს.გადმოსცენ ის ემოცია, რაც იკითხება ფოტოზე.ამის შემდეგ მოსწავლეთა
პასუხების მიხედვით ივსება ასოციაციური რუკა.მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს დაასათაურონ
სურათი და თავიანთ ფურცლებზე მოინიშნონ, შემდეგ ბარათები მიაკრან ხეზე
|
,,ასოციაციური რუკა“
|
საერთო მთელი კლასი
|
ფლიბჩარტი, მუხის სურათი, ფერადი წებოვანი ფურცლები
|
3 წთ.
|
2
|
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას, მიზანს,შეფასების
რუბრიკებს და ყურადღებას ამახვილებს კლასში გამოკრულ შეფასების რუბრიკებზე, რომელთა
საფუძველზეც შეაფასებს მოსწავლეებს(იხ.დანართი შეფასების რუბრიკები)
|
ვერბალური ახსნა
|
საერთო საკლასო
|
შეფასების სქემები, სახელმძღვანელო
|
3 წთ.
|
3
|
მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს გადანაწილდნენ ჯგუფებში ერთი ფერის
წებოვანი ფურცლების შესაბამისად.უთითებს სახელმძღვანელოს გვერდს, შესაბამის მწერალს
და ნაწარმოებს.მოსწავლეებს ავალებს ზოგადად დაათვალიერონ ტექსტი, დაასახელონ ავტორი
და ნაწარმოების სათაური. მასწავლებელი კლას აცნობს მოვლენათა ჯაჭვს.მოსწავლეები ინდივიდუალურად
კითხულობენ ტექსტს.მასწავლებელი ეხმარება უცხო და მათთვის გაუგებარი სიტყვების ახსნაში
და სქემის მიხედვით ინიშნავენ პასუხებს,შემდეგ
თანხმდებიან ჯგუფში.სამუშაოს დასრულების შემდეგ აკრავენ საპრეზენტაციო ფურცელს.
|
მეთოდი ,,მოვლენათა ჯაჭვი“
|
ჯგუფური სამუშაო და საერთო საკლასო
|
საპრეზენტაციო ფურცლები,სახელმძღვანელო
|
15 წთ.
|
4
|
პრეზენტაცია.თითოეული ჯგუფის პრეზენტატორი იწყებს პრეზენტაციას
|
პრეზენტაცია
|
საერთო საკლასო
|
ჯგუფების მიერ მომზადებული პრეზენტაციები
|
8 წთ.
|
5
|
ტექსტის წაკითხვის შემდეგ მუშაობა დავალების ბარათებზე. თითოეულ ჯგუფს
ექნება სხვადასხვა სახის აქტივობის ბარათი.მასწავლებელი მოსწავლეებს თხოვს დასვან
კითხვები, რომელიც ტექსტის წაკითხვის შემდეგ გაუჩნდათ.მუშაობის დასრულების შემდეგ
თითოეული ჯგუფი შეარჩევს პრეზენტატორს.
|
აქტივობის ბარათები
|
ჯგუფური მუშაობა
|
აქტივობის ბარათები,საპრეზენტაციო ფურცლები
|
10 წთ
|
6
|
ტექსტის წაკითხვის შემდეგ მასწავლებელი წარმართავს შემაჯამებელ დისკუსიას
მთელ კლასთან.სასურველია დისკუსიაში ჩართული იყოს მოსწავლეთა დასმული კითხვებიც.მასწავლებელი
აძლევს დავალებას მოსწავლეებს წაიკითხონ ვაჟა-ფშაველას ,, ხმელი წიფელი’’ და აღწერონ
მათთვის დაუვიწყარი ექსკურსია ან ლაშქრობა და ყურადღება გაამახვილონ შეუმჩნევიათ
თუ არა ბუნებისადმი უსულგულო მოპყრობა
|
კითხვა-პასუხი
|
საერთო საკლასო
|
ვაჟა-ფშაველას ,,ხმელი წიფელი“
|
5წთ.
|
7
|
შეფასება.მასწავლებელი აკეთებს საერთო საკლასო განმსაზღვრელ შეფასებას
რუბრიკების მიხედვით
|
შეფასება
|
საერთო საკლასო შეფასება
|
შეფასების რუბრიკები
|
1წთ
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეები
გაეცვნენ ტექსტს და გამოიტანეს დასკვნები ნაწარმოების მთავარი თემისა და მნიშვნელოვანი
ღირებულებების შესახებ. მოსწავლეებმა
გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება.განუვითარდათ სიყვარული ბუნებისადმი.მოსწავლეებმა შეაფასეს ტექსტში
გამოკვეთილი საკითხები.გამოუმუშავდებათ მხატვრული
კითხვის ჩვევა, დაეუფლნენ ლექსიკურ ერთეულებს.
შეფასების რუბრიკა(მოსწავლეთა
შეფასების კრიტერიუმები ან რუბრიკები)
საგაკვეთილო
პროცესში ჩართულობა
2-4
|
5-6
|
7-8
|
9-10
|
|
მოსწავლე ერთვება მასწავლებლის მიერ შეთავაზებულ ყველა
აქტივობაში
|
თითქმის არ ერთვება არც ერთ აქტივობაში
|
აქტივობებში ერთვება მხოლოდ მისი ინტერესების შესაბამისად
|
ჩართულობის ხარისხი მაღალია სხვადასხვა აქტივობაში
|
მაქსიმალურად არის ჩართული ყველა აქტივობაში
|
ავლენს წინარე ცოდნას
|
გაკვეთილის მსვლელობის დროს ვერ ავლენს წინარე ცოდნას
|
სუსტად ავლენს წინარე ცოდნას
|
მოსწავლე ავლენს წინარე ცოდნის კარგ დონეს
|
მოსწავლე ავლენს წინარე ცოდნის მაღალ დონეს
|
იცავს ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის წესებს
|
მოსწავლეს უჭირს წესების დაცვა
|
მოსწავლე ზოგჯერ არღვევს წესებს
|
მოსწავლე ძირითადად იცავს წყვილური და ინდივიდუალური
მუშაობის წესებს
|
მოსწავლე ზუსტად იცავს წყვილური და ინდივიდუალური
მუშაობისწესებს.
|
ზუსტად
ასრულებს მასწავლებლის ინსტრუქციებს
|
მოსწავლეს უჭირს მასწავლებლის ინსტრუქციების გააზრება
|
მოსწავლეს ინსტრუქციების შესრულების დროს აქვს უზუსტობები
|
მოსწავლე ინსტრუქციების შესრულების დროს იჩენს მცირე
უზუსტობებს
|
მოსწავლე ყველა ინსტრუქციას ზუსტად ასრულებს
|
ჯგუფის მუშაობის შეფასების სქემა
კრიტერიუმები
|
ჯგუფის მუშაობის წარუმატებლობა
|
ჯგუფის მუშაობა დამაკმაყოფილებელია
|
ჯგუფის მუშაობა წარმატებულია
|
ჯგუფის წევრების ჩართულობა მუშაობაში
|
ყველა წევრი არ არის ჩართული მუსაობაში
|
უმრავლესობა ჩართულია მუშაობაში
|
ყველა წევრი ჩართულია მუშაობაში
|
ურთიერთმოსმენისა და აზრის გაზიარების უნარი
|
კამათობენ. არ უსმენენ ერთმანეთს.არის ხმაური.არ იზიარებენ ერთმანეთის
აზრს
|
ხმაურობენ , ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
უსმენენ ერთმანეთს და იზარებენ ერთმანეთის აზრს
|
პრეზენტაციის უნარი, მართლმეტყველება და აუდიტორიის ფლობა
|
ვერ მეტყველებს გამართულად, ვერ ახდენს თემის სწორად წარმოდგენას,ვერ
ფლობს აუდიტორიას.
|
აქვს სეცდომები მართლმეტყველებაში, მაგრამ აქვს პრეზენტაციის უნარი,
უჭირს აუდიტორიის ფლობა.
|
მეტყველება გამართულია. საკითხს წარმოაჩენს პრეზენტაციისას ნათლად და
მკაფიოდ. ფლობს აუდიტორიას.
|
ხელმოწერა:
თარიღი:14.05.2018 წელი
დანართი 1. ,, მოვლენათა ჯაჭვი“
ტექსტის სათაური:
------------------------------------------------------------------
ინსტრუქცია: წაიკითხე ტექსტი და განსაზღვრე მოსალოდნელ
მოვლენათა თანმიმდევრობა
Комментариев нет:
Отправить комментарий